Accessibility links

site logo site logo

ნინო სალუქვაძემ ტოკიო-2020-ზე გამოსვლა დაასრულა


ნინო სალუქვაძე

ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიო 2020-ზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა. დღეს, სპორტული პისტოლეტით სროლაში გამოვლინდნენ ჯერ ფინალისტები, შემდეგ კი ჩემპიონ-პრიზიორები. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი სალუქვაძემ კარგად ჩაატარა - 291 ქულა მოაგროვა და ფინალში გამსვლელ რვა საუკეთესოს შორისაც იყო, მაგრამ დარჩენილ სერიებში 287 ქულა აიღო, რაც მხოლოდ ოცდამეხუთე ადგილზე გასასვლელად ეყო.

ნინო სალუქვაძისთვის ტოკიო-2020 მეცხრე ოლიმპიური თამაშები იყო და ამ მაჩვენებლით ის ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდსმენია. 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. 2008 წელს კი, პეკინში ბრინჯაოს დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG