Accessibility links

site logo site logo

გურამ თუშიშვილს ერთი გამარჯვება აშორებს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე მედალი გაინაღდა. ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილისა (73 კგ) და ლაშა ბექაურის (90 კგ) შემდეგ, ოლიმპიადის ფინალში ჭიდაობის უფლება დღეს მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ).

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა დილის პროგრამაში ტაჯიკი თემურ რახიმოვი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

ფინალში გურამ თუშიშვილი ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვდა - 2017 და 2020 წლებში და ორივეჯერ აჯობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG