Accessibility links

site logo site logo

ვიოლა ფონ კრამონი: მეშინია, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებამ საქართველო ევროკავშირს დააშორა


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების თაობაზე, შესაძლოა, საქართველო ევროკავშირს დააშორა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა.

"მეშინია, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ, რომ გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ... "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ძალიან მოულოდნელი და, ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე, გამეუქმებინა შეხვედრები პარლამენტში...

პირველად არ ხდება, როცა "ქართული ოცნება" თავის დაპირებას არ ასრულებს. გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და "ქართულ ოცნებას" ხდის ისეთ სუბიექტად, რომელიც არ არის სანდო... "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა თავისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე... "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს... ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან...

ჭეშმარიტებაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა მისცა "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი.

საქართველოს ხალხი იმსახურებს უკეთესს. ისინი იმსახურებენ პოლიტიკოსებს, ვინც აყენებს ქვეყნის ინტერესებს ყველაფერზე უფრო მაღლა.

ამიტომაც მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და რომელიც მათ აღიარეს...

ამ კონტექსტში მომავალი ადგილობრივი. არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის", - თქვა ევროპარლამენტარმა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG