Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ ტოკიოს გარშემო სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვის მატება გრძელდება


იაპონიამ ტოკიოს მახლობლად სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსით დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო.

პანდემია კვლავაც ჩრდილს აყენებს ოლიმპიურ თამაშებს.

ახალი საგანგებო ზომები, რომლებიც 30 ივლისს დამტკიცდა, გამოცხადდა მაშინ, როცა ტოკიოში გასული 24 საათის განმავლობაში 3300 ახალი შემთხვევა აღინუსხა, აქედან 17 ადამიანი დაკავშირებული იყო ოლიმპიურ თამაშებთან, რომელიც იაპონიაში მიმდინარეობს ერთი წლის დაგვიანებით, მთელ მსოფლიოში ვირუსის აფეთქების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ თავიდან აიცილა კოვიდ-19-ის გამანადგურებული აფეთქება, ტოკიოში უკანასკნელ ხანს მეოთხედ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა იმის შიშით, რომ ათასობით სპორტსმენი და ოფიციალური პირი, რომლებიც ქალაქში არიან შეკრებილნი, კიდევ უფრო გააძლიერებენ არსებულ ტალღას მაშინ, როცა ჯანდაცვის უწყებები ძლიერად გადამდები „დელტა“ ვარიანტის შესაჩერებლად იბრძვიან.

ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ოლიმპიურ თამაშებს რამე წვლილი მიუძღვის კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდაში, თუმცა ერთი დღით ადრე, სამ სპორტსმენს დაუდასტურდა კოვიდ-19 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ 27 ახალ შემთხვევას შორის. მთლიანობაში, 1 ივლისის შემდეგ, კოვიდ-19 იაპონიაში ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ 225 ადამიანს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG