Accessibility links

site logo site logo

ჯოკოვიჩმა მოულოდნელი მარცხი განიცადა ოლიმპიურ თამაშებზე და „ოქროს დიდი სლემს“ ვეღარ მოიპოვებს


ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე. 2021 წლის 26 ივლისი

ნოვაკ ჯოკოვიჩის პრეტენზია, მოეპოვებინა ჩოგბურთის „ოქროს დიდი სლემი“ დრამატულად დასრულდა, როცა უმაღლესი რანგის სერბი ჩოგბურთელი გერმანიის ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში.

ჯოკოვიჩმა ადვილად მოიგო პირველი სეტი მაგრამ 30 ივლისის მატჩი რუსული წარმოშობის გერმანელი ჩოგბურეთლის გამარჯვებით დასრულდა. ახლა ზვერევი გერმანელი (ჩოგბურთელი) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრს, კარენ ხაჩანოვს, შეხვდება ფინალში 1 აგვისტოს.

ჯოკოვიჩი ცდილობდა გამხდარიყო პირველი ადამიანი, რომელიც მოიგებდა ,“დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირს და ოლიმპიურ ოქროს ერთსა და იმავე წელს.

წელს მან უკვე მოიგო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი და საფრანგეთის ღია ჩემპიონატი და უიმბლდონი და სრული კოლექციისთვის სჭირდებოდა ოლიმპიადისა და აშშ-ის ღია ჩემპიონატის ტიტულები.

გერმანელი ჩოგბურთელი, შტეფი გრაფი, რჩება ერთადერთ ადამიანად, რომელმაც მოიპოვა ოქროს სლემი, რომელიც მან 1998 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო.

ჯოკოვიჩი, რომელსაც არც ერთი მატჩი არ წაუგია მას მერე, რაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა იტალიის ღია ჩემპიონატის ფინალში 10 კვირის წინ, ბუსტასთან ითამაშებს ბრინჯაოს მედლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG