Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში თალიბანსა და მთავრობის ძალებს შორის ბრძოლაა ჰერათისთვის, თავს დაესხნენ გაეროს შენობას


ავღანეთის არმიის მეომრები ჰერათში, 30 ივლისი, 2021 წელი

30 ივლისს ავღანეთის დასავლეთის პროვინცია ჰერათის დედაქალქ ჰერათში ბრძოლები გაიმართა ავღანეთის მთავრობის ჯარსა და თალიბებს შორის. თალიბანი აცხადებს, რომ მათი მეომრები შევიდნენ ქალაქში.

ავღანეთის ოფიციალური პირები უარყოფენ ამ მტკიცებას და აცხადებენ, რომ იერიში მოიგერიეს.

ვრცელდება ცნობები, რომ თალიბები იკავებენ ქვეყნის სულ უფრო მეტ ტერიტორიას, რის ფონზეც უცხოეთის ჯარები ავღანეთს ტოვებენ.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ფავად ამანის თანახმად, მთავრობის ძალებმა დაამარცხეს თალიბები ჰერათში, ყანდაარში, ჰელმანდსა და თაჰარში. მან რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ ჰელმანდის გარდა „თალიბებისგან გაწმენდილი იქნა ქალაქი თალიმკანი, თახარის პროვინციის დედაქალაქი. ყანდაარის გარეუბანში კი მთავრობის ძალებმა შეტევა დაიწყეს“.

ავღანეთისთვის დახმარების გაეროს მისიამ განაცხადა, რომ 30 ივლისს თავდასხმა განხორციელდა ჰერათში გაეროს კომპლექსზე და ერთი მცველი მოკლეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო გაეროს შენობაზე „ანტისამთავრობო მეომრების“ თავასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG