Accessibility links

site logo site logo

აშშ: ომანის ნაპირთან დრონით განხორციელდა ტანკერზე იერიში


აშშ-ის სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ომანის ნაპირთან ახლოს ნავთობის ტანკერის წინააღმდეგ განხორციელდა „დრონით იერიში“, რის შედეგადაც გემზე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააკეთეს განცხადება 31 ივლისს.

30 ივლისს ისრაელმა ირანს დასდო ბრალი ომანის მახლობლად ისრაელის მენეჯმენტით მოქმედ ტანკერზე თავდასხმაში.

როგორც განაცხადა Zodiac Maritime-მა, რომელიც ისრაელის მილიარდერ ეიალ ოფერის Zodiac Group-ის შემადგენლობაში შედის და რომელსაც ლონდონში უდევს ბინა, ხომალდ Mercer Street-ის წინააღმდეგ იერიში 29 ივლისს განხორციელდა. დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი რუმინეთისა და ერთი ბრიტანეთის მოქალაქე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ირანი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელაპარაკა უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობის შესახებ.

„ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის ტერორიზმის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის ექსპორტიორია, რაც ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს,“ თქვა ლაპიდმა თავის განცხადებაში.

ირანის ოფიციალურ წრეებს ჯერჯერობით არ ჰქონიათ რეაქცია. ირანის სამთავრობო ტელევიზია Al Alam-ს მოჰყავს ანონიმი წყაროების ინფორმაცია, რომ ინციდენტი პასუხია ისრაელის სავარაუდო იერიშზე სირიის აეროპორტზე.

ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, აშშ-მა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG