Accessibility links

site logo site logo

საქართველოში, ბოლო 24 საათში, 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.34 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.57 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.

ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597, საიდანაც: 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 024, აჭარაში - 661, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139, მათ შორის, თბილისში - 514, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 1 041 - თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 986 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7 125, აჭარაში - 4 138, იმერეთში - 2 375.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG