Accessibility links

site logo site logo

თალიბანმა მწყობრიდან გამოიყვანა ავღანეთის ქალაქ ყანდაარის აეროპორტი


ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის, მოსახლეები შიშმა მოიცვა 1 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ღამით თალიბების მინიმუმ სამი რაკეტა მოხვდა ქალაქის აეროპორტ და მწყობრიდან გამოიყვანა ის.

აეროპორტზე იერიშმა კიდევ ერთხელ ნათელყო, სადამდე მიუწვდება ხელი თალიბებს. ამასობაში სამთავრობო ჯარები განაგრძობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას სამი დიდი ქალაქის მისადგომებთან, დედაქალაქ ქაბულში კი დაცვის გაძლიერებისთვის ზრუნავენ.

ყანდაარის აეროპორტზე იერიშისთვის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო, შეეჩერებინა საჰაერო იერიშები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება ქალაქის გარშემო.

თალიბანის მეომრები ასევე იბრძვიან ავღანეთის კიდევ ორი დიდი ქალაქის, ჰერათისა და ლაშქარგაჰისთვის.

თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰერათში სპეცდანიშნულების რაზმების ასობით მეომარი ჩავიდა ჯარებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

ლაშქარგაჰში, რომელიც პროვინცია ჰელმანდის დედაქალაქია, პატარა კლინიკის მფლობელმა განაცხადა, რომ ავღანეთის ავიაციის მიერ შეცდომით ჩამოგდებულმა ბომბმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამი დაიჭრა. ჰელმანდის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაჯიდ ამბხუდზადამ შეშფოთება გამოხატა, რომ „ბევრი სამოქალაქო პირი საომარ ზონაშია მახეში გაბმული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG