Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის ხელისუფლება ცდილობს, ტოკიოდან ძალით დააბრუნოს შინ მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია


ბელარუსის ხელისუფლება ცდილობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან შინ დააბრუნოს მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია. ამის შესახებ სპორტსმენი Reuters-ს მოუყვა.

ტიმანოვსკაიას სიტყვებით, ის არ აპირებს მინსკში დაბრუნებას და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა აქვს გადაწყვეტილი.

2 აგვისტოს ტიმანოვსაკია 200 მეტრზე სირბილში შეჯიბრებაზე უნდა გამოსულიყო. მაგრამ, მისი თქმით, დღეს მასთან ნომერში მივიდნენ ნაკრების წარმომადგენლები და ძალით წაიყვანეს აეროპორტში ნივთებიანად.

ტიმანოვსკაია ფიქრობს, რომ ამის მიზეზია სოცქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მან მკვეთრად გააკრიტიკა ჩინოვნიკები, რომელთა გამო, მისი სიტყვებით, ვერ მოხერხდა სპორტსმენთა შეგროვება ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად.

საერთაშორისო მეთვალყურეებმა აღმოაჩინეს, რომ ბელარუსმა დოპინგის არასაკმარისი რაოდენობის ტესტები ჩაატარა ოლიმპიურ თამაშებამდე პერიოდში. ამის გამო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უშუალოდ სტარტის წინ უთხრეს უარი ერთდროულად სამ სპორტსმენ ქალს. ნაკრების ხელმძღვანელობამ ესტაფეტაზე დააყენა ტიმანოვსკაია, თუმცა ის სპრინტში ასპარეზობს. ამის შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო მედიამ ტიმანოვსკაია გააკრიტიკა.

ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სპორტსმენის ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG