Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრიდან გააძევა ქალი


მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ გააგდო სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი მაია ცაავა. შესაბამისი ვიდეომასალა გაავრცელა საინფორმაციო საიტმა Timerge.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტს ლაპარაკს აწყვეტინებს მაია ცაავა, რომელიც კითხვის დასმას ითხოვს. რაზეც სასულიერო პირი პასუხობს:

„არ გაქვს შეკითხვა. თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით. გაიყვანეთ. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია. ეს არის პროვოკატორი”, – ამბობს ვიდეოში მიტროპოლიტი, რის შემდეგაც სასულიერო პირებს ქალი ტაძრიდან გაჰყავთ.

ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემული კომენტარიდან ირკვევა, რომ მიტროპოლიტი ქალის იმ კითხვებმა გააღიზიანა, რომლებიც სამსახურიდან მის გათავისუფლებას შეეხებოდა.

მაია ცაავას თქმით, ის სამსახურიდან ხელფასის მომატების მოთხოვნის გამო დაითხოვეს.

„კიდევ ერთხელ დაამტკიცა სტეფანემ, რომ ის არის მოძალადე. მინდოდა დამესვა კითხვა, რატომ გამაგდო სამსახურიდან. არანაირი შეცდომა სამსახურში არ დამიშვია. ამასთან დაკავშირებით მინდოდა კითხვის დასმა. ამის გამო გააძევებინა ტაძრიდან ჩემი თავი. ქალს ტაძარში ლაპარაკის უფლება არ აქვსო. ვინც არ ემორჩილება სტეფანეს, ყველას აგდებს სამსახურიდან“, - უთხრა მაია ცაავამ „მთავარს“.

XS
SM
MD
LG