Accessibility links

site logo site logo

ხათუნა სამნიძე: "ჯერ კომისიის შექმნა, მერე - მხილება"


2 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი, რომელიც ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" მოამზადა.

დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

"აღნიშნული გამოძიება საბოლოოდ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან და ევროპულ არჩევანთან", - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

ფრაქციის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, 5-6 ივლისის შემდეგ გასაგები გახდა, რომ უარესია მოსალოდნელი, რადგან გამოძიებას არ აპირებს შს სამინისტრო.

„ორშაბათს საგამოძიებო კომისიის შექმნას ეყრება კენჭი. 50 ხმა გვჭირდება. 5-6 ივლისის მერე გასაგები გახდა, რომ უარესი გველის. პირდაპირ მწვანე შუქი და მოწოდებები/წახალისება მოძალადეების ხელისუფლებისგან, მათ შორის ორგანიზატორების დაუსჯელობით, რომ არავინ არ გაბედოს განსხვავებული აზრის, გამბედავი პოზიციის, სიმართლის თქმა. გამოძიებას არც გომელაური აპირებს. პრემიერმა საერთოდ უკვე გამოვიძიეთო. ხვალ ჩვენი ფრაქციის ინიციატივა გადის უკვე სესიაზე. 50 ხმა გვჭირდება და შეგვიძლია დავიწყოთ გამოძიება. იმედი მაქვს, ერთობლივად ოპოზიციური ძალები ამას შევძლებთ - ჯერ კომისიის შექმნას და მერე მხილებას, ვინ იდგა ამ თავდასხმების უკან!”, - დაწერა ხათუნა სამნიძემ Facebook-ზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG