Accessibility links

site logo site logo

იტალიაში კიბერშეტევა მოხდა ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებელ პორტალზე


იტალიაში კიბერშეტევა განხორციელდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთა სარეგისტრაციო პორტალზე. ჰაკერების თავდასხმის შედეგად პარალიზებული აღმოჩნდა ლაციოს რეგიონის სპეციალური საიტი. ამ რეგიონში შედის იტალიის დედაქალაქი რომიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტალის მუშაობის აღდგენასთან ერთად მიმართავს ზომებს მისი დაცვის გასაძლიერებლად.

იტალიაში, სადაც ივნისში შეინიშნებოდა ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესება, ივლისიდან ისევ საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. ბოლო ათი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად აღრიცხავდნენ 4000-დან 6000-მდე ახალ შემთხვევას.

ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს ვირუსის დელტა შტამი აქვს. ამასთან, ივნისთან შედარებით, ივლისში მცირედით იკლო გარდაცვალების შემთხვევებმა. იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 50%-ზე მეტს.

6 აგვისტოდან იტალიაში სავალდებულო ხდება რესტორნების და კაფეების დახურულ სივრცეებსა და მუზეუმებში ყოფნისთვის და ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვაქცინაციის, ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა. ამ სავალდებულო წესის მოწინააღმდეგეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG