Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 23 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 20 661 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1655 შემთხვევა. უქმე დღეებში ტესტირებულთა რაოდენობა, როგორც წესი, იკლებს და შესაბამისად, სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.

1655 ახალი შემთხვევიდან 701 თბილისშია. საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 392 შემთხვევა აჭარაშია.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.01%;
  • ბოლო 7 დღის - 7.68%;
  • ბოლო 14 დღის - 7.08%.

ბოლო დღე-ღამეში 2286-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 11 126 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 506 780 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 161 542.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 423 843 შემთხვევა. მათგან 386 998 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5876 ადამიანი.

XS
SM
MD
LG