Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლევანდელ რთველსაც დააფინანსებენ


საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელსაც დააფინანსებს რთვლის სუბსიდირების პროგრამას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში იქნება ყურძნის ჭარბი მოსავალი, დაახლოებით 300 000 ტონა და ჭარბი მოსავლის გამო, ღვინის კომპანიების მხრიდან დაიკლებს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ამ გარემოების და პოსტპანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რთვლის სუბსიდირება წელსაც მოხდება, კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი და „აქედან სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებენ კომპანიები 35 თეთრს“.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თანახმად, მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში, თუმცა, საქართველოს ექსპორტი მაინც გაზრდილია, დაახლოებით 7-8%-ით (წინასწარი პროგნოზი 15-20% იყო).

დავითაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული გეგმით, ათ წელიწადში ღვინის ექსპორტი უნდა გასამმაგდეს, საჭიროა ნედლეულის ბაზის გაზრდის ხელშეწყობა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერვენცია უწევს, რათა დააბალანსოს ფასები, ფერმერების შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატურთან მიახლოებული, არ განიცადონ ზარალი, მოტივაცია შეინარჩუნონ და მევენახე-ფერმერებს და კომპანიებს შეუმსუბუქონ კოვიდპანდემიის შედეგები.

დავითაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთვლის სუბსიდირების პროგრამა რამდენიმე წელია ფინანსდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG