Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ბიშკეკში ჩაიყვანეს, მიმდინარეობს გამოძიება


ასკარ აკაევი
ასკარ აკაევი

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ მასთან მიიყვანეს ექსპრეზიდენტი ასკარ აკაევი, მას შემდეგ, რაც ის მოსკოვიდან ბიშკეკში იქნა ჩაყვანილი. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური.

უწყება გამოდის შეხსენებით, რომ აკაევზე ძებნა იყო გამოცხადებული, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კორუფციის შემთხვევებს პროექტ "კუმტორის" განხორციელების დროს. უწყება არ აკონკრეტებს როგორ განხორციელდა ექსპრეზიდენტის ადგილზე ჩაყვანის პროცედურა.

"კომიტეტის მიერ გატარებული ზომების შედეგად, ყოფილი პრეზიდენტი, ასკარ აკაევი ბიშკეკში იქნა ჩამოყვანილი, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ გადაეცა უწყებათაშორის საგამოძიებო ჯგუფს. ამჟამად აკაევი იმყოფება კომიტეტის შენობაში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - იუწყება კომიტეტი და დასძენს, რომ გამოძიების შედეგებს გამოაცხადებს.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ყირგიზეთის პირველი პრეზიდენტი, ასკარ აკაევი ბიშკეკში 2 აგვისტოს ჩავიდოდა. აკაევი ყირგიზეთს მართავდა 1990-2005 წლებში. მან, ოჯახთან ერთად, თავი რუსეთს შეაფარა, 2005 წლის რევოლუციის შემდეგ.

ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, კამჩიბეკ ტაშიევმა 8 ივლისს თქვა, რომ ძებნა გამოცხადდა ყოფილ პრეზიდენტებზე, ასკარ აკაევზე და ყურმანბეკ ბაკიევზე, პროექტ "კუმტორის" განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ითქვა, რომ ყირგიზეთის მთავრობა აპირებს კუმტორის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოში აჩვენოს, რომ კანადური კომპანია Centerra Gold Inc. ქვეყნის ყოფილი მმართველების მოსყიდვას ახორციელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG