Accessibility links

site logo site logo

სახელმწიფო დეპარტამენტმა არაზუსტი უწოდა დიპლომატების შესახებ რუსეთის ელჩის განცხადებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაზუსტი უწოდა ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას, რომ აშშ-მა 24 რუს დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, ელჩის განცხადება არაზუსტია, რადგან რუსმა დიპლომატებმა, რომელთა ვიზას ვადა ამოეწურა, აშშ უნდა დატოვონ, ან ვიზის გაგრძელების განაცხადი წარადგინონ.

რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა გამოცემას The National Interest, 1 აგვისტოს განუცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა საელჩოს 24 თანამშრომლის სია და მოითხოვა, რომ მათ, ვიზის ვადის ამოწურვის გამო, აშშ 3 სექტემბრამდე დატოვონ. ანტონოვის თქმით, თითქმის ყველა მათგანი აშშ-დან შეცვლის გარეშე გაემგზავრება, რადგან ვაშინგტონმა ვიზის გაცემის პროცედურა გაამკაცრა და გასული წლის ბოლოს ცალმხრივად დაადგინა რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა მუშაობის სამწლიანი ლიმიტი.

აშშ-ის არჩევნებში ჩარევის, ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების და რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებების გამო ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების შედეგად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, 2021 წლის აპრილში ორივე ქვეყანამ 10-10 დიპლომატი გააძევა. მაისში რუსეთის მთავრობამ აშშ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა და მის დიპლომატიურ მისიას აუკრძალა სამუშაოდ რუსეთის მოქალაქეების მიღება.

ვაშინგტონი და მოსკოვი დატოვეს კონსულტაციებისთვის გაწვეულმა ელჩებმაც, რომლებიც უკან დაბრუნდნენ ივნისის ბოლოს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის მიერ ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG