Accessibility links

site logo site logo

მოჭიდავე რამაზ ზოიძე ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ ტოკიო-2020-ზე, დილის პროგრამაში, ორი შეხვედრა ჩაატარა, ორივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 25 წლის ქართველმა ოლიმპიური თამაშები სენსაციური გამარჯვებით გახსნა - ანგარიშით 3:1 აჯობა უმთავრეს ფავორიტს, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კუბელ ისმაელ ბორერო მოლინას, მეოთხედფინალში კი ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წევრ აკერ ალ ობაიდის ათი ქულა ისე აართვა, თავად ერთიც არ დაუკარგავს.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რამაზ ზოიძე ირანელ მუჰამედრეზა გერაეის დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრი ფარვიზ ნასიბოვი და ეგვიპტელი მუჰამედ იბრაჰიმ ელსაიედ ელსაიედი იჭიდავებენ.

დღესვე ოლიმპიურ ხალიჩაზე ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელიაც (97 კგ) გავიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG