Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია - 4827


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 932 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4827 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. წინა მონაცემებით, კვირა დღეს, 1 აგვისტოს ჩატარებულმა 20 661-მა ტესტირებამ, რომლის შედეგი ორშაბათს, 2 აგვისტოს გამოქვეყნდა 1655 შემთხვევა გამოავლინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში "სამშაბათის სინდრომს" უწოდებენ ხოლმე, გაზრდილ სტატისტიკას, როცა უქმე დღეებში შემცირებული ტესტირების მაჩვენებელი ორშაბათობით ისევ იმატებს და შესაბამისად, იზრდება კორონავირუსის აღრიცხული შემთხვევების რიცხვიც, რომელიც სამშაბათობით ქვეყნდება. თუმცა, წინა პერიოდებთან შედარებით, როგორც ეროვნული ცენტრი, ისე სამინისტრო უკვე რამდენიმე კვირაა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დამძიმებულია.

3 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.99%;
  • ბოლო 7 დღის - 8.08%;
  • ბოლო 14 დღის - 7.41%.

ბოლო დღე-ღამეში 1895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 428 670 შემთხვევა. მათგან 388 893 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5910 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG