Accessibility links

site logo site logo

NCDC სწავლობს, მოქალაქეები ვაქცინაციის შესაფერხებლად ცრუ ჯავშნებს ხომ არ აკეთებენ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის IT სამსახური სწავლობს, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ვაქცინაციის შესაფერხებლად ცრუ ჯავშნებს ხომ არ აკეთებს. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

გამყრელიძის თქმით, ბოლო ორ დღეში აღმოაჩინეს, რომ 19 ათასი დაჯავშნილი ადგილიდან 3 ათასი აცრა არ ჩატარდა. ცენტრი სამ ვერსიას განიხილავს:

  • მოქალაქეები აკეთებენ ცრუ ჯავშნებს;
  • ​მოქალაქეთა ნაწილი აცრამდე ინფიცირდება კორონავირუსით და აღარ მიდის დანიშნულ დროს;
  • აცრამდე მოქალაქეები ცვლიან ვაქცინის მწარმოებლებს.

გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG