Accessibility links

site logo site logo

მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის წერილის ავთენტურობას ადასტურებს - ეკლესია ანჩისხატის გადაცემას ითხოვს


მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მათ ნამდვილად მიიღეს წერილი ილია II-ისგან, რომელშიც ის ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.

წერილის ადრესატები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი არიან. წერილი 2 აგვისტოს არის დაწერილი. ეკლესიას სურს მუზეუმში დაცული ხატი ეკლესიას გადაეცეს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესაბამისი ვიტრინა უკვე დამზადებულია.

ანჩისხატში სახატე ვიტრინა ანჩისხატისთვის 2021 წლის მარტიდან არის განთავსებული.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან იწყება და შენობა სრულად ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში უნდა დაიცალოს. ევაკუაციის 10-გვერდიან გეგმაში არ წერია, სად მიდის მუზეუმის ოქროს ფონდი. დღეს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ 5 აგვისტოს იტყვიან, სად მიდის ფონდები, მუზეუმის შენობა კი არ დაინგრევა და მისი აღდგენის პროცესს გიგლა ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს.

5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის დასაცავად მის წინ ორი აქციაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG