Accessibility links

site logo site logo

ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე მიიღო ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს თავის რეზიდენციაში მიიღო ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია. ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე გამართულ შეხვედრაზე ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიისთვის მისი ხალხის სწრაფვას.

„ჩვენ ცალსახად ვართ თქვენ მხარეზე და მხარს ვუჭერს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ“, უთხრა ჯონსონმა ციხანოუსკაიას.

მან აღნიშნა, რომ მისმა მთავარობამ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა სანქციები ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს მას შემდეგ, რაც ბელარუსმა კურსი შეაცვლევინა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს და აიძულა ის, მინსკში დამჯდარიყო, რის შემდეგაც დააპატიმრეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი.

ციხანოუსკაია, რომელიც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკას უწევდა მეტოქეობას და რომელიც მრავალმა ქვეყანამ არაფორმალურად აღიარა ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერად, ლონდონამდე ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც, სხვათა შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა თეთრ სახლში.

დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევა, და სანქციების რამდენიმე წყება დაუწესეს ბელარუსს. ისინი მოითხოვენ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG