Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად კონკურსი გამოცხადდა


თბილისში დარეგისტრირებული ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად სსიპ „მწერალთა სახლმა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოაცხადა კონკურსი ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.

გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი კომისია. „მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, კომისიის ოთხ წევრს წარადგენენ ინსტიტუციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურისა და ენის კვლევასთან (უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები და ა. შ.), ერთ წევრს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კომისიის წევრთა ვინაობა კონკურსის დასრულებამდე კონფიდენციალურია.

XS
SM
MD
LG