Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ნახევარ საათში „გორმედის" გორის კლინიკის ყველა საწოლი შეივსო


„გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 153 პაციენტს, მათგან 104 პირი მოთავსებულია „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ შენობაში განთავსებულ სტაციონარში. 42 პირი ქარელის კოვიდკლინიკაში მკურნალობს და შვიდი პაციენტი, ვისაც ადგილზე ამბულატორიული კონსულტაციისას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მკურნალობას გადის ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს იზოლირებულ კოვიდბლოკში.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მთლიანობაში, ქსელის მასშტაბით არსებული 153 პაციენტიდან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო ნახევარ საათში „გორმედის" გორის კლინიკის ყველა საწოლი შეივსო. „გორმედის" ქსელის ქარელის კოვიდკლინიკაში დარჩენილია 14 თავისუფალი საწოლი.

XS
SM
MD
LG