Accessibility links

site logo site logo

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი ქალაქია, სადაც ვაქცინაციის პასპორტი ამოქმედდება


ნიუ-იორკში COVID-19-ის წინააღმდეგ აცრის საბუთი იქნება საჭირო დახურულ შენობებში ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ამგვარად, ნიუ-იორკი გახდება აშშ-ის პირველი ქალაქი, რომელშიც ვაქცინაციის პასპორტს შემოიღებენ.

როგორც ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გამოაცხადა 3 აგვისტოს, ახალი რეგულაცია შეეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა რესტორნების, ბარების, წარმოდგენებისა და ფიტნეს-კლუბების მონახულება.

„ამ დაწესებულებათა მონახულების საშუალება მხოლოდ მაშინ გექნებათ, თუ აცრილი იქნებით,“ თქვა დე ბლასიომ. „თუ აცრილი ხართ... გექნებათ გასაღები, შეგიძლიათ კარი გააღოთ. მაგრამ თუ აცრილი არ ხართ, სამწუხაროდ, მონაწილეობას ვერ მიიღებთ ბევრ რამეში,“ დასძინა მან.

ნიუ-იორკის ზრდასრული მოსახლეობის 66% აცრილია. ახალი რეგულაციების გამოცხადების ფონზე აშშ-ის ჯანდაცვის მესვეურები ქვეყნის უდიდეს ნაწილში ხალხს მოუწოდებენ, აიცრან და შენობებში კვლავ გაიკეთონ პირბადეები კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის სულ უფრო მეტად გავრცელების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG