Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის  ვაქცინაციაზე


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ილაპარაკა 3 აგვისტოს გამართულ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან კორონავისით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ გამოსავალი არის ვაქცინაცია.

„ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს... ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახი, არც ძალადობა და არც კუნთების თამაშშია. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 932 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4827 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში 1895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 428 670 შემთხვევა. მათგან 388 893 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5910 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG