Accessibility links

site logo site logo

საქართველოში მეორე დღეა 4000-ს აჭარბებს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 45 229 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4233 შემთხვევა.

ამ წლის განმავლობაში, 24 საათში 4000-ზე მეტი შემთხვევა პირველად გუშინ, 3 აგვისტოს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო შევიდა პიკის ფაზაში, რომელიც ამ დონეზე იქნება დაახლოებით ათი დღის განმავლობაში.

4 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.36%;
  • ბოლო 7 დღის - 8.35%;
  • ბოლო 14 დღის - 7.65%.

ბოლო დღე-ღამეში 1934-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 852 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 542 639 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 171 908.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 432 903 შემთხვევა. მათგან 390 827 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5948 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG