Accessibility links

site logo site logo

ვარკეთილში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს, სათვალე მოპარეს - თბილისის მერია


ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ახლახან გახსნილი ძეგლი დააზიანეს. ძეგლი საზეიმოდ რამდენიმე დღის წინ 10 ივლისს გაიხსნა.

"ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ძეგლი საზეიმოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიხსნა. ის მაჰათმა განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG