Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი სპორტსმენი ევროპაში მიემგზავრება, ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის თქმის შემდეგ


ბელარუსმა სპრინტერმა, კრისცინა ციმანოუსკაიამ ტოკიო დატოვა ვენაში მიმავალი რეისით, მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ უარი განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან შინ დაბრუნებაზე, შიშის გამო, რომ სასჯელი ელოდა ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისგან.

გავრცელებული ვარაუდით, ციმანოუსკაია ვარშავაში უნდა ჩაფრენილიყო, მას შემდეგ, რაც მას პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო, ამჟამად გაურკვეველია, ავსტრიაში თუ აპირებს დარჩენას.

ციმანოუსკაიამ თავშესაფრის თხოვნით პოლონეთის საელჩოს 2 აგვისტოს მიმართა, მას შემდეგ, რაც მინსკისკენ მიმავალ თვითმფრინავში იძულებით შესვლაზე უარი უთხრა ბელარუსის გუნდის წარმომადგენლებს. როგორც მანამდე ციმანოუსკაიამ სააგენტო ასოშიეიტედ პრესს უთხრა, გუნდის წარმომადგენლებმა "მკაფიოდ თქვეს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მე ნამდვილად შემეხებოდა სასჯელის გარკვეული ფორმა", გუნდის მენეჯერთა საჯაროდ გაკრიტიკების გამო. ოლიმპიურ თამაშებზე ბელარუსის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი დაუჰალიონაკმა უარი თქვა კომენტარზე, - იუწყება ასოშიეიტედ პრესი.

მანამდე ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ ვითარებას აკვირდება და თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC), რომელმაც ციმანოუსკაიას მიერ გამოთქმული ბრალდებების გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG