Accessibility links

site logo site logo

კახეთში დაკარგული მოზარდი შინ დაბრუნდა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან 2 აგვისტოს გაუჩინარებული მოზარდი შინ დაბრუნდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს 14 წლის ბიჭის ოჯახის წევრებმა.

მოზარდის დეიდა, ნინა დროვიანიკი ბიჭის მონათხრობზე დაყრდობით ამბობს, რომ ის თბილისში იმყოფებოდა, გზა აებნა და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. საბოლოოდ, მოზარდი საკუთარ სოფელში სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბრუნდა. რატომ გადაწყვიტა 14 წლის ბიჭმა თბილისში წასვლა, მისი ნათესავები არ ამბობენ. მოზარდს ოჯახის წევრების თანდასწრებით პოლიციელები გამოკითხავენ.

14 წლის ბიჭს, ორი დღის განმავლობაში, სამართალდამცავებთან ერთად თანასოფლელებიც ეძებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG