Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლევადა-ცენტრი": რუსების ნახევარი დადებითად ეკიდება სტალინის ძეგლის დადგმას


ი. სტალინის ბიუსტის გახსნა. ნოვოსიბირსკი, 2019 წლის 9 მაისი
ი. სტალინის ბიუსტის გახსნა. ნოვოსიბირსკი, 2019 წლის 9 მაისი

საბჭოთა დიქტატორ სტალინის ძეგლის დადგმას მხარს უჭერს რუსების დაახლოებით 48%. ამას ადასტურებს „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის თანახმად, სტალინის ძეგლის წინააღმდეგია მოსახლეობის 20%, ხოლო 29% ამ საკითხს გულგრილად ეკიდება.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთის საზოგადოებრივი აზრი სტალინის ძეგლის დადგმის საკითხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. 2000-იან წლებში გაბატონებული იყო განსხვავებული დამოკიდებულება: საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი იყო გამოკითხულთა მესამედზე მეტი - 36-37%, ხოლო ამ იდეას მხარს უჭერდა გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი, დანარჩენები ამ საკითხს გულგრილად ეკიდებოდნენ.

ამასთან, სტალინი ძეგლის დადგმის მომხრეთა რაოდენობა იზრდება რუსეთის ყველა სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფში. განსაკუთრებით არსებითია ეს ზრდა ახალგაზრდა და უფრო უზრუნველყოფილ რესპონდენტებში, რომლებიც 10 წლის წინ უპირატესად ნეგატიურად ეკიდებოდნენ სტალინის ძეგლის დადგმას.

აღნიშნულ სოციალურ ჯგუფებში დადებითი პასუხი შესაბამისად 3-5-ჯერ არის გაზრდილი.
რაც შეეხება „სტალინ-ცენტრის“ სამუზეუმო კომპლექსის გახსნას, ამ საკითხს, „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვით, მხარს უჭერს რუსების 60%, ხოლო 30% წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG