Accessibility links

site logo site logo

ვაქცინებს გორის სოფლებშიც ჩაიტანენ - რწმუნებულებმა მონაცემების შეგროვება დაიწყეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ტერიტორიულ თემებში მერის წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს.

იმ შემთხვევაში, თუ აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა 30-დან 50-მდე იქნება, ვაქცინებს ადგილზე ჩაიტანენ: სოფლებში გორის მერის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მონაცემებს შეაგროვებენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაუგზავნიან. მსურველთა რაოდენობა თუ იქნება, მაგალითად, 30, 40 ან 50 ადამიანი, ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია სოფლებშივე ჩატარდება.

შიდა ქართლში არსებული კლინიკები ინფიცირებულებით უკვე გადატვირთულია. ხაშურში ადგილობრივი კლინიკის კოვიდკლინიკად გადაკეთება მიმდინარეობს და დამატებით 86 საწოლის მობილიზება მოხდება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან შიდა ქართლში 185 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG