Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკამ ლიეტუვის საზღვრის მახლობლად ერაყელი მიგრანტის გარდაცვალების გამოძიება მოითხოვა


ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკმა განკარგულება გასცა გამოიძიონ ერაყელი მიგრანტის დაღუპვა ბელარუს-ლიეტუვას საზღვრის ყველაზე პრობლემატური მონაკვეთს მახლობლად, რასაც ოფიციალურმა ტელეარხმა Pul_1-მა „შოკისმომგვრელი მკვლელობა“ უწოდა.

ბელარუსის სასაზღრო უწყების ცნობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი „არასლავური გარეგნობის“ ახალგაზრდა კაცი საზღვრის მახლობლად ბელარუსმა მესაზღვეებმა იპოვნეს. ისინი შეეცადნენ მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ ახალგზარდა კაცი ადგილზე მოკვდა.

ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტში აცხადებენ ასევე, რომ ლიეტუვის საზღვარზე მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს „ხუთი დაჭრილი ერაყელი მოქალაქე, რომელიც იძულებით იყვნენ დეპორტირებული მეზობელი სახელმწიფოდან“, - წერს ოფიციალური სააგენტო „ბელტა“.
ლუკაშენკამ მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტს დაკითხოს ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებმაც მესაზღვრეებს ვითმოცდა მიგრანტის ცემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილატაიტემ ამ ცნობას ბელარუსის „მორიგი პროვიკაცია“ და ლიეტუვაზე „ჰიბრიდული შეტევის“ მაგალითი უწოდეს.

ამასთან ლიეტუვამ კვლავაც დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გრძელდება აფრიკიდან და აზიიდან წამოსული მიგრანტების დაბრუნება უკან ბელარუსში, რომელიც შურისძიების მიზნით შეგნებულად უხსნის მიგრანტებს გზას ლიეტუვისკენ, რათა მეზობელ ქვეყანაში მიგრანტთა კრიზისი გამოიწვიოს.

ივლისის ბოლო ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, შეეშვას მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად არალეგალი მიგრანტების გამოყენებას.

მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს სულ მცირე 4090 მიგრანტი. მათი უმრავლესობა ერაყელია, თუმცა ბელარუსის სახმელეთო საზღვრის გავლით ლიეტუვაში არალეგალურად ჩასულთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეები.

მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ლიეტუვამ 8 ივლისიდან ბელარუსის საზღვარზე 550 კილომეტრი სიგრძის მავრთულხლართების გავლება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG