Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგია საქართველოს გადასცემს 86 400 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ წერს, რომ ბელგია საქართველოს გადასცემს 86 400 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.

ზალკალიანი მადლობას უხდის ბელგიელ კოლეგას სოფი ვილმესს და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2021 წლის ბოლომდე ბელგია, ძირითადად კოვაქსის პლატფორმის გავლით, მესამე ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა კოვიდვაქცინის დონაციას გეგმავს.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ოთხი პრეპარატითაა შესაძლებელი. ესენია "სინოვაკი", "სინოფარმი", "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი".

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 542 639 აცრაა ჩატარებული, აქედან სრულად აცრილია 171 908 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი, 1934-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 432 903 შემთხვევა. მათგან 390 827 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5948 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG