Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქცეული ბელარუსი ოლიმპიელი პოლონეთში ჩაფრენისას მედიას შეხვდება


ალექსანდრ ლუკაშენკა და კრისტინა ციმანოუსკაია. კოლაჟი.
ალექსანდრ ლუკაშენკა და კრისტინა ციმანოუსკაია. კოლაჟი.

ბელარუსი სპორტსმენი, ოლიმპიადის მონაწილე, კრისტინა ციმანოუსკაია, 5 აგვიტოს ჟურნალისტებს მიმართავს მას მერე, რაც ჩაფრინდება ვარშავაში, სადაც ის პოლონეთის დიპლომატიური დაცვის ქვეშ იმყოფება და მას გადასცემენ შუამავლობას თავშესაფრის მოპოვების შესახებ.

24 წლის მძლეოსანმა მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის მას მერეა, რაც უარ უთხრა ბელარუსის ეროვნულ გუნდის მოთხოვნას, ჩამჯდარიყო თვითმფრინავში და შინ გაფრენილიყო მას მერე, რაც სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა მწვრთნელები.

ციმანოუსკაია თვლის, რომ ბელარუსში მისი უსაფრთხოება არ არის დაცული. ქვეყანა დატოვა მისმა ქმარმაც და ისინი ერთმანეთს შეხვდებიან უცხოეთში.

ბელარუსის მეზობელმა, ევროკავშირის წევრმა პოლონეთმა, წყვილს ჰუმანიტარული ვიზა მისცა და უსაფრთხოების გარანტია მისცა.

ციმანოუსკაიას ვითარება ტოკიოს ოლიმპიადის მთავარ თემად გადაიქცა და ყურადღება გადავიდა რეპრესიებზე ბელარუსში, სადაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ერთი წლის წინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ალექსანდრ ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ლუკაშენკას ვაჟმა, ვიქტორმა, ახლახან ჩაიბარა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობა თავისი მამისგან, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არ იქნა აღიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG