Accessibility links

site logo site logo

მთავრობის ავიაცია საჰაერო იერიშებს აგრძელებს, თალიბანი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმებით იმუქრება


მანქანაში ბომბის აფეთქების შემდეგ, ქაბული, 4 აგვისტო, 2021 წელი.

ავღანეთის იავიაციამ 5 აგვისტოს გააგრძელა საჰაერო იერიშები თალიბანის პოზიციებზე ქვეყნის სამხრეთში.

თალიბანი ქვეყნის ჩრდილოეთში მეტი ტერიტორია დაიკავა. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ კიდევ მეტ თავდასხმებს განახორციელებს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე მას მერე, რაც სამიზნეში ამოიღეს ქაბულში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბისმილა ხან მოჰამადი. თალიბანი აცხადებს, რომ ეს „თავდასხმა დასაწყისია შურისძიების ოპერაციებისა მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სხვადასხვა არეალებში თალიბანის წინააღმდეგ თავდასხმისა და დაბომბვის ბრძანებებს იძლევა“, განაცხადა 4 აგვისტოს თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მოჰამადიზე თავდასხმისას რვა ადამიანი დაიხოცა, ხოლო 20 დაშავდა.

თალიბანი ამბობს, რომ ეს თავდასხმა პასუხი იყო თავისი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო იერიშზე.

ბრძოლები მიმდინარეობს თალიბანსა და მთავრობის ჯარს შორის ლაშქარ გაჰში, ჰერათში, ასევე ყანდაარში.

გაერომ გამოაცხადა 4 აგვისტოს, რომ ავღანეთში ბრძოლების არეალებში იხოცება სამოქალაქო მოსახლეობა და საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.

ვაშინგტონში ყოფნისას, პაკისტანის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, მოიდ იუსუფმა, განაცხადა, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე და გაითვალისწინოს რეალობა. მისი თქმით, ქაბულმა უნდა შეწყვიტოს ბრძოლა გამარჯვებისთვის და ავღანეთის მომავლის შესახებ მოლაპარაკებაში ავღანთა ფართო სპექტრი ჩართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG