Accessibility links

site logo site logo

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს უკრაინელი სპორტსმენების რუსებად გამოცხადების გამო  


ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსნები სინქრონულ ცურვაში წყვილებს შორის, მარტა ფიედინა და ანასტასია სავჩუკი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს მას მერე, რაც გამომცხადებელმა სინქრონულ ცურვაში უკრაინელი მედალოსნები რუსებად გამოაცხადა.

4 აგვიტოს, უკრაინელებმა, მარტა ფიედინას და ანასტასია სავჩუკის წყვილმა, თავისუფალ პროგრამაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჟიურიმ მათზე უკეთესი შეფასება მისცა რუს და ჩინელ სპორტსმენ ქალებს.

მაგრამ ფრანგულ ენაზე გამომცხადებელმა, ფიედინა და სავჩუკი მოიხსენია რუსეთის წარმომადგენლებად, რითაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ორგანიზატორები. „ეს იყო წმინდა საწარმოო შეცდომა,“ თქვა საორგანიზაციო კომიტეტის პრესმდივანმა, მასა ტანაკამ, ოლიმპიურ აუზზე 4 აგვისტოს დაშვებული შეცდომის გამო.

შეცდომა განსაკუთრებით მგრძნობიარეა რუსეთსა ად უკრაინას შორის დიპლომატიური დაძაბულობის გამო.

მოსკოვმა 2014 წელს დაიკავა უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული და მხარდაჭერას უწევს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG