Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა, იტყობინება ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

უკანასკნელ ხანებში რამდენიმე ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპები კვლავ დაჩქარდა „დელტა“ შტამის გამო. 100 მილიონი პანდემიის პირველ წელს აღირიცხა, კიდე 100 მილიონ ადამიანს შეეყარა დაავადება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

დაავადების ყველაზე მეტი რაოდენობა გამოვლინდა აშშ-ში (35 მლნ), ინდოეთში (თითქმის 32 მლნ) და ბრაზილიაში (20 მლნ). მეოთხე ადგილზეა რუსეთი (6,3 მლნ). უკანასკნელ ხანებში რეგისტრირებულ შემთხვევათა 38% ღატაკ ქვეყნებზე მოდის. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ს დღემდე ემსხვერპლა 4,2 მილიონი ადამიანი. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, სიკვდილიანობის მაჩვენებლები ორჯერ მეტია ოფიციალურ მონაცემებზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საქართველოში დღემდე დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 432 903 შემთხვევა, აქედან გარდაცვლილია 5948 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG