Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ირანს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ირანის ისლამურ რესპუბლიკას. საღამოს ის მონაწილეობას მიიღებს არჩეული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიაში.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, თეირანის აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ფაშინიანი გაემგზავრა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ებრაჰიმ რაისს შეხვდა.

შეხვედრაზე ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარ სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ფაშინიანის თქმით, ერევნისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ მრავალმხრივ თანამშრომლობას ირანთან.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, სომხეთისა და ირანის ლიდერებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრზე. კერძოდ, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ირანთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობა. მხარეებმა პრიორიტეტულად დაასახელეს რეგიონული კომუნიკაციის განვითარება, რაშიც საკვანძო მნიშვნელობა ექნება სატრანსპორტო და საკაბელო კავშირებს სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე.

ფაშინიანი მიესალმა ირანის მხარის ინტერესს ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართ.

ფაშინიანი და რაისი შეეხნენ ურთიერთობების შესაძლო განვითარებას ენერგეტიკის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG