Accessibility links

site logo site logo

წარწერების გაკეთების გამო პროკურატურასთან "დროას" წევრი დააკავეს


პროკურატურასთან წარწერების გაკეთების გამო მთავარ პროკურატურასთან სამოქალაქო მოძრაობა "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. რას მუხლებით დააკავეს ის, უცნობია.

მაცაბერიძე და სხვა აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის შენობებთან მივიდნენ და გზაზე "ამ სისტემის დედაც" წარწერებს ტოვებდნენ. ასე აპროტესტებდნენ მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას, რომელიც 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის გამოძიების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობაში იყო.

"ვერ დაგაწერინებთ მეთქი... ვერსად ვერ დაწერთ საერთოდ", - უთხრა პოლიციელმა აქტივისტს დაკავებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG