Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა დაიკავა მსხვილი ქალაქი ავღანეთის დასავლეთში, ქაბულში მოკლეს მედიაცენტრის ხელმძღვანელი


ავღანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიდიან იმ ადგილზე, სადაც 6 აგვისტოს ინფორმაციისა და მედიის ცენტრის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობა მოხდა.
ავღანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიდიან იმ ადგილზე, სადაც 6 აგვისტოს ინფორმაციისა და მედიის ცენტრის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობა მოხდა.

ავღანეთის დასავლეთის ქალაქ ზარანჯის თემის წარმომადგენლის თანახმად, თალიბანმა დაიკავა მსხვილი ქალაქი ავღანეთის დასავლეთში. ცნობით, თალიბები ქალაქში შევიდნენ, ხოლო ქაბულის მთავრობის მომხრე გუბერნატორი და სხვა ხელმძღვანელები გაიქცნენ, რის შედეგადაც თალიბებმა დაიკავეს პირველი მსხვილი ქალაქი ოთხი თვის წინ ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყების შემდეგ.

მეზობელი პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ნიმროზის პროვიციის დედაქალაქი მნიშვნელოვანწილად თალიბების ხელშია, თუმცა ადგილობრივი პოლიცია და სხვები ჯერ კიდევ უწევენ წინააღმდეგობას.

ამის ფონზე, თალიბანმა იკისრა პასუხისგებლობა ავღანეთის ინფორმაციისა და მედიის ცენტრის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მოკვლისთვის. თავდასხმა, რომელიც ქაბულში მოხდა 6 აგვისტოს, ბოლო ინციდენტია, რომელიც ადასტურებს, რომ თალიბანმა სამიზნეში ამოიღო ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა, განაცხადა, რომ თალიბანმა იკისრა პასუხიმგებლობა მომხდარისთვის, რის შესახებაც ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს და ამცნო, რომ ეს არის „გამიზნული თავდასხმა“.

თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს განიხილოს ავღანეთში უსაფრთხოების თემა. ავღანეთის წარმომადგენლობამ საკითხის განხილვა მოითხოვა ესტონეთსა და ნორვეგიასთან ერთად.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მირვაის სტანიქზაის განცხადებით: „სამწუხაროდ, სასტიკმა ტერორისტებმა მუხანათური თავდასხმა მოუწყვეს და მოკლეს პატრიოტი ავღანელი“.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა თავდასხმები თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ავღანეთის დაზვერვის შენობაზე. თალიბანის მეთაურებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო მოხელეებზე მოაწყობენ თავდასხმებს ავღანეთის და აშშ-ის ავიაციის საჰაერო იერიშების საპასუხოდ.

გაერომ და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განგაში გამოაცხადეს მკვლელობების გამო, რომელსაც თალიბანი შურისძიების მიზნით სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. თალიბანის ჯარები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ. არსებული ინფორმაციით, მათ ხელშია ქვეყნის უდიდესი ნაწილი.

საბრძოლო მოქმედებები თალიბანსა და მთავრობის არმიას შორის გამწვავდა ბოლო კვირებში აშშ-ის და უცხოეთის ქვეყნების ჯარების ამ ქვეყნიდან საბოლოო გაყვანის წინ, რაც აგვიტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG