Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო ტანკერზე თავდასხმა, „ყველა მტკიცებულება ირანზე მიუთითებს“


ტანკერი Mercer Street-ი ინციდენტის შემჟეგ, 3 აგვისტო, 2021 წელი.
ტანკერი Mercer Street-ი ინციდენტის შემჟეგ, 3 აგვისტო, 2021 წელი.

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა ქვეყანამ 6 აგვისტოს დაგმო არაბეთის ზღვაში სანავთობო ტანკერზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ინციდენტის უკან ირანი დგას.

ტანკერ Mercer Street-ზე თავდასხმის შედეგად 29 ივლისს დაიღუპა ერთი ბრიტანელი და ერთი რუმინელი მეზღვაური.

ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა ბოლო სამ წელიწადში, მას მერე რაც დაიდო ბირთვული შეთანხმება ირანთან. რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ვგმობთ სავაჭრო გემზე უკანონო თავდასხმას“, აცხადებენ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და საფრანგეთის, ასევე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში. მათ თანახმად, ეს იყო წინასწარ განზრახული და გამიზნული თავდასხმა და აშკარა დარღვევა საერთაშორისო სამართლისა, ყველა არსებული მტკიცებულება ირანზე მიუთითებს, ამას გამართლება არ აქვს,“ წერენ ისინი.

ტანკერი ეკუთვნის ისრაელ მილიარდერს და ისრაელი, ასევე აშშ და ბრიტანეთი, მიუთითებდნენ თეირანზე.

ირანის მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს.

XS
SM
MD
LG