Accessibility links

site logo site logo

ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში ომის ფოტოების გამოფენა მოეწყო


ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, აგვისტოს ომის მუზეუმის ეზოში ომის ფოტოები მუზეუმის დამფუძნებელმა ლია ჩლაჩიძემ გამოფინა.

მან გაიხსენა 2008 წლის 7 აგვისტო, როდესაც რუსეთის ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო. მისი თქმით, უმძიმესი გასახსენებელია 13 წლის წინანდელი მოვლენები.

"მაშინ სოფელში შემოსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს და გადაწვეს 160 სახლი. დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე. დღევანდელი ღონისძიება ამ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება მოკრძალებულად აღინიშნება", - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

ლია ჩლაჩიძე
ლია ჩლაჩიძე

ფოტოგამოფენის პარალელურად აგვისტოს ომის მუზეუმის ეზოში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს დილიდან გაგრძელდება.

ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გორში არსებულ გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. საღამოს კი უკვე ტრადიციად ქცეული ხსოვნის სანთლების აქცია გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG