Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება


აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში, 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინების შემკობით გაგრძელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძმებ რომელაშვილების ხსოვნის მემორიალთან მივიდნენ, შემდეგ კი იმ კორპუსებთან გადაინაცვლეს, რომლებიც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა.

"ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დაღუპულთა ოჯახებს ტკივილი შევუმსუბუქოთ" - განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ.

12 საათზე გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

გორში საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დაცვის სამსახური.

XS
SM
MD
LG