Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციაზე ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია


საქართველოს ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეოკუპაცია და დებორდერიზაცია ზეპარტიული საკითხებია.

„იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, შინდისის გმირების მემორიალი მოინახულა.

გახარიას თქმით, ოკუპაცია მიწის ოკუპირებასთან ერთად, საქართველოს განვითარების შეზღუდვაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG