Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: დღეს არა გლოვის დღე, არამედ ჩვენი მომავლის, იმედის დღე უნდა იყოს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ 8 აგვისტო, ისევე როგორც 9 აპრილი, არა გლოვის, არამედ იმედის დღეა.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისივე თქმით, შეიძლება საზოგადოება ვერ ხედავს გზას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მაგრამ ეს გზა არსებობს:

„მახსენდება, წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG