Accessibility links

site logo site logo

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე პრემიერ-მინისტრი გორში ჩავიდა


აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომში დაღუპულთა მემორიალი გორში გვირგვინით შეამკო და გორი-ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მიერ დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

"ჩვენმა სამხედროებმა, პოლიციელებმა, ექიმებმა და მოქალაქეებმა, რომელთაც თავიანთი ქალაქი არ დატოვეს, იმ ოკუპაციის პირობებში აქ იყვნენ, ასევე ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ მათთან ერთად, ყველამ შევძელით იმ სიმძიმის გადატანა, რასაც ომის საშინელება ეწოდება. დღესაც არ არის დაძლეული იმ დღეების შედეგები და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობით დაიძლევა ყველა სიმძიმე", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

"დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ამ დღეს მაინც მინდა ვისურვო, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, ქედი მოვიხადოთ ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ოჯახების წინაშე", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს 9 საათზე გმირთა მემორიალთან სანთლების აქციით დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG