Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობის აღკვეთა შესაძლებელი იყო


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობის აღკვეთა შესაძლებელი იყო და აუცილებელიც. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება. საერთოდ გაუგებარი არის ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე, ამ ფორმით. მგონი, შეიძლებოდა ამისი აღკვეთა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, ორი პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი? მე გავიარე ეკლესიის წინ, დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავშეყრილი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. ამიტომ ამისი აკრძალვა, როცა ხარ ხელისუფლება და როცა შესაძლებელი არის, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, აუცილებელია. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა და სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც განცხადებებით“, - აცხადებს პრეზიდენტი.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ლგბტქ „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, რომელიც გაუქმდა სიძულვილის ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ. ძალადობის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG