Accessibility links

site logo site logo

„სანიტარული დიქტატურის“ წინააღმდეგ საფრანგეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა


ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით შაბათს გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც „სანიტარული დიქტატურის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.

ასე მოიხსენიება უკმაყოფილო მოსახლეობაში მთავრობის მიერ შემოღებული სავალდებულო საშვთა სისტემა, რაც მოქალაქეებს ავალდებულებს, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრებისთვის თან იქონიონ კოვიდის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან უარყოფითი პისიარ ტესტები.

სავალდებულო ნორმები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაამტკიცა. კანონი უფლებას აძლევს დამსაქმებელს, სამუშაოს ჩამოაშოროს აუცრელი თანამშრომლები.

საშვების რეჟიმი საფრანგეთში ორშაბათიდან ამოქმედდება და გავრცელდება კაფეებზე, რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებსა და შორეული მარშრუტის მატარებლებზე. საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალ შეზღუდვებს.

ამაზე ისიც მოწმობს, რომ შაბათს საპროტესტო აქციები საფრანგეთის 150 ქალაქში გაიმართა.
პროტესტის მიუხედავად ანალოგიური ზომები პარასკევს იტალიაშიც ამოქმედდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG