Accessibility links

site logo site logo

გორს ქარიშხალმა გადაუარა


ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

წინასწარი ინფორმაციით, ოთხი კორპუსის სახურავია დაზიანებული, გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოგლეჯილია ხეები. ჩოჩიშვილის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ გზა გადაკეტა.

სამაშველო სამსახური ახლა გზის გასუფთავებაზე მუშაობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარიშხალი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენშიც, სადაც ხეებია მოგლეჯილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG